LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოსკარზე” Queen–ისა და ადამ ლამბერტის პერფორმანსი შედგება

9968088-0-image-a-67_1550515816394

ცნობილი ხდება, რომ ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი Queen ადამ ლაბერტთან ერთად “ოსკარის” წლევანდელ ცერემონიალზე ნომრით წარსდგება. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს აკადემიის “ტვიტერის” გვერდზე გავრცელდა.

 

უცნობია, რომელ ჰიტს შეასრულებენ ოსკარის სცენაზე ადამ ლამბერტი, ბრაიან მეი და როჯერ ტეილორი. Queen-ის გამოსვლა წელს ფილმის “ბოჰემური რაფსოდია” მხარდასაჭერად გადაწყდა, რომელიც “ოსკარის” 5 ნომინაციაშია წარდგენილი. მათ შორის “წლის ფილმისა” და “წლის მამაკაცის” ნომინაციებში.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლეგენდარულ ბრიტანულ ჯგუფს ამერიკული კინოაკადემიის მთავარ სცენაზე ვიხილავთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები