ეროვნული კინოცენტრი იწყებს საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევას „ოსკარის“ 2023 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის
„საქართველოს კანდიდატ ფილმს გამოავლენს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრის საფუძველზე. კანდიდატი ფილმის სახელი ცნობილი გახდება 2022 წლის სექტემბრის თვეში“, – ნათქვამია განცხადებაში.
საპროდიუსერო კომპანიების განაცხადებს ეროვნული კინოცენტრი მიიღებს 2022 წლის 22 აგვისტოდან 2022 წლის 9 სექტემბრის 17:00 საათამდე. იმ შემთხვევაში, თუ პროექტი ჯერ არ აკმაყოფილებს კინოთეატრში 7-დღიანი უწყვეტი კომერციული ჩვენების მოთხოვნას, აუცილებელია განმცხადებელმა დაადასტუროს, რომ 2022 წლის 30 ნოემბრამდე ფილმი 7 დღის განმავლობაში უწყვეტად იქნება ნაჩვენები კომერციულ ეკრანზე (კინოთეატრში).
განაცხადის შესატანად და დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.