ამერიკელი კომიკოსი კრის როკი „ოსკარის“88-ე ცერემონაის წაიყვანს. ამის შესახებ მან თავად „ტვიტერის“ საშუალებით განაცხადა. ერთი დღით ადრე პრესაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კრისი ღონისძიების ორგანიზატორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ოფიციალური დადასტურება აკადემიის მხრიდან ამ ფაქტზე ჯერ არ მომხდარა.