LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოსკარი უკუღმა: NBA-მ თეთრკანიანები გარიყა

13

პირველად ისტორიაში NBA-ს „ყველა ვარსკვლავის“ მატჩში ერთი თეთრკანიანი კალათბურთელიც არ ითამაშებს.
მოკლედ, „ოსკარია“, ოღონდ უკუღმა.

NBA-მ სათადარიგო მოთამაშეების ვინაობა გაამხილა. დასავლეთის გუნდში შევიდნენ: კლეი ტომპსონი, დრეიმონდ გრინი (ორივე გოლდენ სტეიტი), ლამარკუს ოლდრიჯი (სან ანტონიო), დემარკუს კაზინსი (საკრამენტო), ენტონი დევისი (ნიუ-ორლეანი), ჯეიმს ჰარდენი (ჰიუსტონი) და კრის პოლი (კლიპერსი). ისინი სასტარტო ხუთეულის მოთამაშეებს შეურთდებიან. ესენი არიან: კობი ბრაიანტი (ლეიკერსი), კევინ დურანტი (ოკლაჰომა), კავაი ლენარდი (სან ანტონიო), რასელ უესტბრუკი (ოკლაჰომა) და სტივენ კარი (გოლდენ სტეიტი).

აღმოსავლეთ კონფერენციაში ლებრონ ჯეიმს (კლივლენდი), პოლ ჯორჯს (ინდიანა), დუეინ უეიდს (მაიამი), კაილ ლაურის (ტორონტო) და კარმელო ენტონის (ნიუ-იორკი) დაემატნენ: კრის ბოში (მაიამი), ჯიმი ბატლერი (ჩიკაგო), დემარ დეროზანი (ტორონტო), ანდრე დრამონდი (დეტროიტი), პოლ მილსეპი (ატლანტა), აზეია ტომასი (ბოსტონი) და ჯონ უოლი (ვაშინგტონი).

NBA-ს „ყველა ვარსკვლავის“ მატჩი 14 თებერვალს ტორონტოში გაიმართება.

შეგახსენებთ, სულ ცოტა ხნის წინ, აშშ-ში ერთი ამბავი ატყდა „ოსკარის“ ნომინანტებს შორის შავკანიანების არყოფნის გამო და კინოაკადემიამ მოსალოდნელ ცვლილებებზე უკვე განაცხადა. ვნახოთ, რას იზამს საკალათბურთო ასოციაცია, რომლის ჩემპიონატში უამრავი თეთრკანიანი ვარსკვლავი თამაშობს, მაგრამ საჩვენებელ შოუ-მატჩში არცერთის ადგილი არ მოიძებნა.

რა არის ეს: შურისძიება თუ კანონზომიერება – ან იქნებ ცალმხრივი ჰომოფობია?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები