ცოტა ხნის წინ, „ოსკარის“ რიგით 89-ე დაჯილდოების ნომინანტების ვინაობა გახდა ცნობილი. როგორც მოსალოდნელი იყო, ნომინაციების რაოდენობით წელს დემიენ შაზელის „ლა ლა ლენდი“ ლიდერობს, რომელსაც წარმატება ჯერ კიდევ ვენეციის კინოფესტივალზე უწინასწარმეტყველეს.
ფილმი ემა სტოუნისა და რაიან გოსლინგის მონაწილეობით თოთხმეტ, მათ შორის მთავარ კატეგორიებზეა წარდგენილი. „ოქროს გლობუსზე“, რომელსაც „ოსკარების“ რეპეტიციას უწოდებენ, ფილმმა ყველა იმ ნომინაციაში გაიმარჯვა, რაზეც იყო წარდგენილი.
საბოლოო შედეგი 26 თებერვალს, დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება. უკვე ცნობილია, რომ საღამოს ჯიმი ქიმელი წაიყვანს.
ნომინანტების სრული სია კი ასე გამოიყურება:
საუკეთესო ფილმი
„ლა ლა ლენდი“
„ლომი“
„მთვარის შუქი“
„ნებისმიერ ფასად“
„მანჩესტერი ზღვასთან“
„წინაღობები“
„სინდისის ქენჯნა“
„დაფარული ფიგურები“
მამაკაცის საუკეთესო როლი
რაიან გოსლინგი, „ლა ლა ლენდი“
კეისი აფლეკი, „მანჩესტერი ზღვასთან“
ენდრიუ გარფილდი, „სინდისის ქენჯნა“
ვიგო მორტენსენი, „კაპიტანი ფანტასტიკა“
დენზელ ვაშინგტონი, „წინაღობები“
ქალის საუკეთესო როლი
ემა სტოუნი, „ლა ლა ლენდი“
იზაბელ იუპერი, „ის ქალი“
რუტ ნეგა, „ლავინგი“
ნატალი პორტმანი, „ჯეკი“
მერილ სტრიპი, „ფლორენს ფოსტერ ჯენკინსი“
მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი
მაჰერშალა ალი, „მთვარის შუქი“
ჯეფ ბრიჯესი, „ნებისმიერ ფასად“
ლუკას ჰეჯესი, „მანჩესტერი ზღვასთან“
დევ პატელი, „ლომი“
მაიკლ შენონი, „ღამის ცხოველები“
ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი
ვიოლა დევისი, „წინაღობები“
ნაომი ჰარისი, „მთვარის შუქი“
ნიკოლ კიდმანი, „ლომი“
ოქტავია სპენსერი, „დაფარული ფიგურები“
მიშელ უილიამსი, „მანჩესტერი ზღვასთან“
საუკეთესო რეჟისორი
დემიენ შაზელი, „ლა ლა ლენდი“
დენი ვილნიევი, „ჩამოსვლა“
მელ გიბსონი, „სინდისის ქენჯნა“
კანეტ ლონერგანი, „მანჩესტერი ზღვასთან“
ბარი ჯენკინსი, „მთვარის შუქი“
საუკეთესო ორიგინალური სცენარი
„ლა ლა ლენდი“
„ლობსტერი“
„ნებისმიერ ფასად“
„მანჩესტერი ზღვასთან“
„მეოცე საუკუნის ქალები“
საუკეთესო ადაპტირებული სცენარი
„ჩამოსვლა“
„წინაღობები“
„დაფარული ფიგურები“
„ლომი“
„მთვარის შუქი“
საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი
„ჩამოსვლა“
„ლა ლა ლენდი“
„ლომი“
„სიჩუმე“
„მთვარის შუქი“
კოსტიუმების საუკეთესო დიზაინი
„მოკავშირეები“
„ჯადოსნური ცხოველები: სად ვიპოვოთ ისინი“
„ფლორენს ფოსტერ ჯენკინსი“
„ჯეკი“
„ლა ლა ლენდი“
საუკეთესო მონტაჟი
„ჩამოსვლა“
„სინდისის ქენჯნა“
„ნებისმიერ ფასად“
„ლა ლა ლენდი“
„მთვარის შუქი“
საუკეთესო ვიზუალური ეფექტები
„დოქტორ სტრენჯი“
„ქუბო. ლეგენდა სამურაიზე“
„ვარსკვლავური ომები: განდევნილი“
„ჯუნგლების წიგნი“
“ღრმა წყლის ჰორიზონტი“
საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა
„უვეს მეორე ცხოვრება“
„თვითმკვლელთა რაზმი“
„სტარტრეკი: უსასრულობა“
საუკეთესო სიმღერა
“City of Stars”, „ლა ლა ლენდი“
“Audition”, „ლა ლა ლენდი“
“How far will I go”, „მოანას თავგადასავალი“
“Can’t stop the feeling”, „ტროლები“
“Empty Chair”, „ჯეიმს ფოულის ისტორია“
საუკეთესო საუნდტრეკი
„ლა ლა ლენდი“
„ჯეკი“
„მგზავრები“
„ლომი“
„მთვარის შუქი“
საუკეთესო ანიმაციური ფილმი
„ზოოტოპია“
„წითელი კუ“
„Ma vie de courgette“
„ქუბო. ლეგენდა სამურაიზე“
საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი
„ჩემი მიწა“, დანია
„კომივოიაჟორი“, ირანი
„ტონი ერდმანი“, გერმანია
„უვეს მეორე სიცოცხლე“, შვედეთი
„ტანა“, ავსტრალია