LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოსკარი 2017: „ლა ლა ლენდის“ ტრიუმფი და გამარჯვებულები

12

ლოს-ანჯელესის „დოლბის“ თეატრში „ოსკარების“ დაჯილდოების 89-ე ცერემონია გაიმართა. ღონისძიების წამყვანი ტელესახე ჯიმი კიმელია, საღამოს ტრიუმფატორი  მიუზიკლი „ლა ლა ლენდი“ გახდა, რომელმაც 6 „ოსკარი“ მიიღო. მთავარი ჯილდოს გამოცხადების დროს, თავდაპირველად სცენაზე “ლა ლა ლენდის” შემოქმედებითი ჯგუფი აიყვანეს, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ “ოსკარი” არა დემიენ შაზელის ნამუშევარმა, არამედ ფილმმა “მთვარის შუქი” დაიმსახურა.

წლევანდელი ღონისძიება ჯასტინ ტიმბერლეიკის გამოსვლით გაიხნა, რომელმაც მულტფილმ „ტროლების“ საუნდტრეკი „can’t stop the feeling” შეასრულა. აღნიშნული სიმღერა წარდგენილია „ოსკარზე“ კატეგორიაში „წლის სიმღერა“.

https://www.youtube.com/watch?v=13s6oyHzJKA

ღონისძიების წამყვანმა, ჯიმი კიმელმა, მერილ სტრიპის ნომინაციის გამოცხადებისას კი მსახიობზე იხუმრა და დონალდ ტრამპის ცნობილი სიტყვები გაიმეორა. კიმელმა მოუწოდა საზოგადოებას, არ დაუკრან მერილს ტაში, რადგან ის ზედმეტად გადაფასებული მსახიობია. წამყვანის სიტყვებმა დარბაზი გაამხიარულა, ხოლო სტრიპი სცენამდე, ბუნებრივია, მქუხარე აპლოდისმენტების ფონზე მიაცილეს.

https://www.youtube.com/watch?v=l7ziYuBwjnQ

გამარჯვებულთა სია კი ასე გამოიყურება: 

საუკეთესო ფილმი„მთვარის შუქი“

მამაკაცის საუკეთესო როლი – კეისი აფლეკი, „მანჩესტერი ზღვასთან“

ქალის საუკეთესო როლიემა სტოუნი, „ლა ლა ლენდი“

მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი – მაჰერშალა ალი, „მთვარის შუქი“

ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლივიოლა დევისი, „წინაღობები“

საუკეთესო რეჟისორიდემიენ შაზელი, „ლა ლა ლენდი“

საუკეთესო ორიგინალური სცენარი„მანჩესტერი ზღვასთან“

საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი„ლა ლა ლენდი“

კოსტიუმების საუკეთესო დიზაინი„ჯადოსნური ცხოველები: სად ვიპოვოთ ისინი“

საუკეთესო ვიზუალური ეფექტები – „ჯუნგლების წიგნი“

საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა – “თვითმკვლელთა რაზმი“

საუკეთესო სიმღერა – “City of Stars”, „ლა ლა ლენდი“

საუკეთესო საუნდტრეკი – „ლა ლა ლენდი“

საუკეთესო ანიმაციური ფილმი – „ზოოტოპია“

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი – „კომივოიაჟორი“, ირანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები