ოსკარების პარალელურად ჰოლივუდში კიდევ ერთი წვეულება მიმდინარეობდა. ელტონ ჯონის ორგანიზებით, ვარსკვლავები სპეციალურ საქველმოქმედო აქციაზე შეიკრიბნენ, რომლიდანაც მიღებული თანხა შიდსთან ბრძოლის ფონდში გადაირიცხა. აქვე მოწვეულ სტუმრებს ოსკარის პიდაპირ ეთერში ხილვის საშუალებაც ჰქონდათ. ცხადია ღონისძიებას ესწრებოდნენ ის ვარსკვლავები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ მოხვდნენ კინოაკადემიის დაჯილდოვებაზე. მათ შორის იყო კეიტლინ ჯენერი და მერაია ქერიც. კეიტლინმა არც ამჯერად უღალატა სტილს და გრძელი წითელი კაბით გამოჩნდა თეთრ ხალიჩაზე.
ღონისძიებას ელტონ ჯონი მეუღლესთან, დევიდ ფურნიშთან ერთად მასპინძლობდა. საპატიო სტუმრების ამპლუაში ასევე იყვნენ ბოი ჯორჯი, ლუის ჰამილტონი, ჰეილი ბოლდუინი, ენდი მაქდაუელი, ლეა მიშელი, სტივენ ტაილერი, ჰილარი სვონქი და სხვები.