შარშან, უილ სმიტმა 55 წლის იუბილე აღნიშნა.
ლეგენდარულ ვარსკვლავს, რომელსაც 2022-ის ,,ოსკარებზე’’ კრის როკისთვის სილის გაწნის გამო, ამერიკის კინოაკადემიამ დაჯილდოებაზე 10 წლით დასწრება აუკრძალა, კიდევ ერთხელ ვიხილავთ ,,ცუდი ბიჭის’’ როლში.
საქმე ისაა, რომ მისი და მარტინ ლოურენსის მონაწილეობით, ფრენჩაიზის – Bad Boys მე-4 ნაწილი გამოდის.
ფილმში მონაწილეობას ასევე ვანესა ჰედჯინსი, ტიფანი ჰადიში, DJ Khaled და სხვები იღებენ.
Bad Boys: Ride or Die ეკრანებზე 7 ივნისს გამოჩნდება.