LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორთვიანი აკრძალვის შემდეგ, ახალგორის გამშვები პუნქტი გაიხსნა

388
ახალგორის გამშვები

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ, ახალგორის შესასვლელში არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი, რომელიც 11 იანვრიდან პარალიზებული იყო, დღეს დილით გახსნა.  დილის 08:00 საათიდან სპეციალური საშვებით ახალგორის მცხოვრებლებმა გამშვები პუნქტის საშუალებით გადაადგილება შეძლეს. ოძისში, ქართულ საგუშაგოსთან იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, რომლებიც პროცესს თვალს ადევნებენ.

ოკუპირებული ახალგორში ე.წ. საზღვარი 63 დღის განმავლობაში პარალიზებული იყო.

“ახალგორის მიმართულებით გადაადგილება ორმხრივად აღდგა. დღეს დილის 8 საათიდან, მოქალაქეები სპეციალური საშვების მეშვეობით თავისუფლად გადაადგილდებიან,” – განაცხადა რადიო “ფორტუნასთან” ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა.

დე ფაქტო რეჟიმის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული რეგიონის შესასვლელში არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი 11 იანვარს ჩაიკეტა, მიზეზად კი, საქართველოს ცენტრალური ხესლისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციები დასახელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები