LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორსულმა ჰილარი სოუნკმა ტყუპების დაბადების თარიღი გაამხილა – ოსკაროსანი მსახიობი „ციმერმანის“ კაბაში ბრწყინავს

109
Untitled.pngrgdfgdfg

ცოტა ხნის წინ ოსკაროსანმა მსახიობმა, ჰილარი სუონკმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ორსულადაა და ტყუპებს ელოდება.  48 წლის მსახიობმა ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა ამერიკა“ ისაუბრა. ინტერვიუს დასრულებისთანავე, მან სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც კარგად ჩანს მისი მომრგვალებული მუცელი.

ჰილარი სუონკი 48 წლის ასაკში დედა პირველად ხდება – მსახიობი ტყუპებს ელოდება

ახლახან კი მსახიობი დრიუ ბერიმორის შოუს ეწვია. ვარსკვლავი „ციმერმანის“ ვარდისფერ კაბაში იყო გამოწყობილი და ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. დრიუსთან საუბრისას მან ტყუპების დაბადების თარიღი გაასაჯაროვა.

„ჩემი შვილები მამაჩემის დაბადების დღეზე მოევლინებიან სამყაროს. ისინი 16 აპრილს დაიბადებიან“, – განაცხადა ჰილარიმ და ცრემლები ვერ შეიკავა.

ცნობისთვის, მსახიობის მამა, სტივენ სუონკი 2021 წელს გარდაიცვალა.

ჰილარი სუონკი ბიზნესმენ ფილიპ შნაიდერს გაჰყვა ცოლად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები