LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორსულმა ემა რობერტსმა ,,კოსმოპოლიტენის” გარეკანი დაამშვენა

94
page

29 წლის მსახიობი ემა რობერტსი და მისი შეყვარებული, ჰარი ჰედლუნდი მშობლები პირველად გახდებიან. წყვილი ბიჭს ელოდება. მშობიარობამდე მსახიობმა ამერიკული ,,კოსმოპოლიტენის” გარეკანი დაამშვენა. ვარსკვლავმა შავი ბიკინი მოირგო და სხეული ბოლომდე გამოაჩინა. ემამ გამოცემას ვრცელი ინტერვიუ მისცა და თავის პრობლემებსა თუ ემოციებზე გულწრფელად ისაუბრა.

„როდესაც გავიგე, რომ ფერტილობის პრობლემა მქონდა, ძალიან განვიცადე. მე კვერცხუჯრედები გავყინე. ის აზრი, რომ ეს პრობლემა მხოლოდ მე არ მქონდა, მამშვიდებდა. შემდეგ უეცრად აღმოვაჩინე, რომ ორსულად ვიყავი. ამ ფაქტს დიდი ხნის განმავლობაში ვმალავდი, რადგან რისკის გამო, არ ვიცოდი, როგორ განვითარდებოდა მოვლენები“, – აცხადებს რობერტსი.

შეგახსენებთ, ემა და ჰარი ერთად უკვე ერთი წელია რაც არიან. თავიდან მათი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო, რამდენიმე თვეში კი სასიყვარულო  გრძნობებში გადაიზარდა.  ჯერჯერობით უცნობია, როდის დააკანონებს წყვილი ურთერთობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები