როზი ჰანტინგტონ-უათლი და ჯეისონ სტეტჰემი მალე მშობლები გახდებიან. ორსულობის პარალელურად, ცნობილი ლამაზმანი აქტიურად მუშაობს და მნიშვნელოვან ღონისძიებებსაც სტუმრობს. ერთ-ერთი ასეთი უკანასკნელი ლოს-ანჯელესში, ბრენდ UGG-ის პრეზენტაცია გახდა. როზის გარდა მას სხვა მოდელებიც სტუმრობდნენ, თუმცა თავისი მდგომარეობის გამო განსაკუთრებული ყურადღება სწორედ მასზე შეჩერდა.
სპეციალურად ამ საღამოსთვის მან შავი ლუქი შეარჩია: შარვალი და განიერი ზედა, რომელიც მომრგვალებულ მუცელს უმალავდა. აქსესუარად მან ხის ჩანთა შეარჩია.
შეგახსენებთ, რომ 29 წლის როზისთვის და 49 წლის ჯეისონისთვის ეს პირველი შვილი იქნება. ფოტოები