ნიუ-იორკში, „მეტროპოლიტენ მუზეუმში“ ერთ-ერთი ყველზე გლამურული ღონისძიება, „მეტ გალა“ 2023 გაიმართა. წითელ ხალიჩაზე ტრადიციულად უამრავმა ვარსკვლავმა გაიბრწყინა. მათ შორის გახლდათ ბარბადოსელი ლამაზმანი რიანა, რომელიც წითელ ხალიჩაზე საქმროსთან, A$AP Rocky-სთან ერთად გამოჩნდა. სხვათა შორის 35 წლის არტისტი ღონისძიებაზე ორი საათის დაგვიანებით მივიდა.
მივდივართ „მეტ გალაზე!“ – ორსული რიანა „კარლ ლაგერფელდის“ ფუმფულა „ლუქით“ გამოჩნდა
ამ დღეს ორსულ რიანას ძალიან პომპეზური თეთრი კაბა ეცვა, რომელიც საქორწინოს ჰგავდა. კაბას უზარმაზარი ვარდები და შლეიფი ამშვენებდა. მის „ლუქს“ წამწამებიანი სათვალე და წითელი პომადა ასრულებდა.
ბენ აფლეკის გარეშე გაშრიალუბულმა ჯეი ლომ „მეტ გალას“ წითელ ხალიჩაზე ფურორი მოახდინა