ცოტა ხნის წინ გამოცემა „დეილი მეილი“ წერდა, რომ პრინცესა ევგენია ორსულადა არის. რამდენიმე დღეში კი ეს ინფორმაცია კენსინგტონის სასახლემაც დაადასტურა. დედოფალ ელისაბედის შვილიშვილი პირველ შვილს იანვარში ელოდება. დღეს კი პაპარაცებმა ორსული პრინცესის გადაღება ლონდონის ერთ-ერთ რესტორანთან შეძლეს, სადაც მას თან ახლდა დის მეუღლე, ედოარდო მაპელი მოცი. საინტერესოა, რომ ევგენიამ საგრძნობლად მოიმატა წონაში, რაც ყველა ახალ ფოტოზე ჩანს. ევგენია შავ კაბასა და მწვანე პალტოში იყო გამოწყობილი.
დასავლური მედია ამტკიცებს, რომ პრინცესა ბეატრისიც ორსულდაა. ცოტა ხნის წინ ლონდონის ერთ-ერთი საბავშვო მაღაზიიდან გამოსვლისას გადაიღეს. მისი ორსულობა ჯერ სამეფო ოჯახს არ დაუდასტურებია.