LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორსული პრინცესა ბეატრისის პირველი ფოტო  – ბავშვი ტახტის მემკვიდრეთა რიგში მე-11 ადგილზე იქნება

129
prncsbtrs

გუშინ ცნობილი გახდა, რომ 32 წლის პრინცესა ბეატრისი და მისი მეუღლე, ედოარდო მაპელი-მოცი შვილს ელოდებიან. ინფორმაცია ბუკინგემის სასახლის გვერდზე გაჩნდა, ცნობილია, რომ წყვილი  შვილის დაბადებას შემოდგომაზე ელოდება. ამ ინფორმაციის გავრცელება სამეფო ოჯახისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან თარიღს დაემთხვა, გუშინ პრინცი ჰარი და მეგან მარკლის ქორწინებიდან სამი წელი გავიდა. გუშინვე პრინცესა ბეატრისი მეუღლესთან ერთად პირველად გამოჩნდა მედიასთან. ფოტოგრაფებმა ის ქუჩაში დააფიქსირეს და მას უკვე კარგად ეტყობოდა მომრგვალებული მუცელი.  ბეატრისი იასამნისფერ კაბასა და შავ პიჯაკში იყო გამოწყობილი.

პრინცესა ბეატრისი და ედოარდო მაპელი-მოცი პირველ შვილს ელოდებიან

საინტერესოა, რომ პრინცესა ბეატრისის შვილის დაბადებისთვის იცვლება ტახტის მემკვიდრეთა რიგითობა. მისი შვილი ამ სიაში მე-11 ადგილზე იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები