30 წლის ლინდსი ლოჰანი, რომელიც ყოფილი მეგობარი მამაკაცისგან, 24 წლის რუსი ბიზნესმენისგან, ეგორ ტარაბასოვისგან არის ორსულად, მეგობრებთან ერთად სარდინიაზე ერთობა.
ორსულობის მიუხედავად, ლოჰანი კვლავ ეწევა სიგარეტს და არც ალკოჰოლზე ამბობს უარს.
პაპარაცების არანაკლები ყურადღება მისმა ჩაცმულობამ მიიქცია – მსახიობის მკერდს სარდინიაზე, ფაქტობრივად, არაფერი მალავდა.