გასულ კვირას მომღერალი კეტი პერი და მისი საქმრო, ორლანდო ბლუმი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცნენ. ჯერ პერიმ ორსულობის შესახებ ინფორმაცია თავისი ახალი ნამუშევრით გვამცნო, შემდეგ კი წყვილმა ქორწილი, კორონავირუსის გამო გადადო, რომელსაც გაზაფხულზე, იაპონიაში გეგმავდა.
კეტი პერი და ორლანდო ბლუმი პირველ შვილს ელოდებიან
სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი ატყდა, მომღერალმა კი „ტვიტერზე“ დაწერა : „ოჰ ღმერთო, რა კარგია, რომ ამის დამალვა აღარ მომიწევს“
სულ ცოტა ხნის წინ, 34 წლის მომღერალი პაპარაცებმა მელბურნის აეროპორტში დააფიქსირეს, თუმცა, რატომღაც მომღერალი მუცელს დიდი ბალიშით იფარავდა, რამაც ტაბლოდებს ეჭვი გაუჩინა, არის თუ არა პერი რეალურად ორსულად.
თუმცა, ეჭვები მალევე გაქარწყლდა, კეტი პერი საზოგადოების წინაშე წარსდგა, ვარსკვლავს ჭრელი კაბა ეცვა და მუცელიც საკმაოდ ეტყობოდა, ის შესანიშნავად გამოიყურებოდა.
მან დასავლურ პრესას იტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ მისი ოსრულობა წინასწარ დაგეგმილი იყო.
„მე მადლიერი ვარ ყველაფრის, რასაც აქამდე მივაღწიე, ვფიქრობ, მე და ორლანდო უკვე მზად ვართ, ახალი ცხოვრებისეული ეტაპის დავიწყოთ“ – განაცხადა პერიმ