LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორსული ენი ჰეთეუეი ტკბილეულს ვერ ელევა (ფოტო)

40

33 წლის ენი ჰეთეუეი, ალბათ, ყველაზე პოპულარული ორსული ვარსკვლავია. დღე არ გავა, რომ მისი ახალი ფოტოები არ გაჩნდეს ინტერნეტში. ფოტოგრაფები აქტიურად ადევნებენ თვალს მსახიობის აქტივობებს. ამჯერად ოსკაროსანი ჰეთეუეი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი კაფედან გამოსული გადაიღეს, როცა ის მეუღლესთნ ერთად ნამცხვარსა და შოკოლადს შეექცეოდა.

ცნობილი მსახიობი ამჯერად თეთრ პალტოში მალავდა მუცელს. ამის მიუხედავად შესამჩნევი იყო, თუ როგორ მოიმატა წონაში მსახიობმა. ის მშობიარობისთვის აქტიურად ემზადება და სპეციალურად სპორტ-დარბაზებსაც სტუმრობს, თუმცა ასევე ვერ ელევა ტკბილეულს, რაც მის ბოლოდროინდელ ფოტოებზეც ჩანს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები