LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორსული ემილი ბლანტი მერი პოპინსის როლზე დაამტკიცეს

404

„ეშმაკს აცვია პრადას“ ვარსკვლავი, მსახიობი ემილი ბლანტი მოლაპარაკებებს აწარმოებს დისნეის ლეგენდარული კლასიკური ფილმის „მერი პოპინსის“ რიმეიკში მონაწილეობაზე. კლასიკური კინოსურათი ეკრანებზე 1964 წელს გამოვიდა და მასში მთავარ როლს ჯული ენდრიუსი ასრულებდა. ინფორმაციას ემილი ბლანტის ახალ ფილმში მონაწილეობაზე დღეს Variety  ავრცელებს. ცნობილია, რომ მერი პოპინსი 32 წლის ვარსკვლავის საყვარელი პერსონაჟია და ის ძალიან მონდომებულია პროექტში მონაწილეობაზე.

პროექტის ხელმძღვანელი რეჟისორი რობ მარშალი იქნება, რომელიც ემილი ბლანტს უკვე განიხილავს მთავარ როლზე. თავის მხრივ 32 წლის მსახიობი და მისი მეუღლე ჯონ კრასინსკი მეორე ბავშვს ელოდებიან. შეგახსენებთ, რომ 2008 წლამდე მსახიობი ცნობილ კანადელ მუსიკოსს, მაიკლ ბუბლეს ხვდებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები