რაიან რეინოლდსის მეუღლე, რომელმაც ორსულობისას ნამდვილი ფურორი მოახდინა მოდის სამყაროში, კიდევ ერთხელ მოექცა ფოტოგრაფების ყურაღების ცენტრში. ამჯერად მსახიობი ნიუ-იორკში ვუდი ალენის ფილმის, Cafe Society-ის პრემიერას დაესწრო. ლაივლი ფილმში მთავარ როლს ასრულებს კრისტენ სტუარტთან ერთად, თუმცა ნიუ-იორკული პრემიერის მთავარი გმირი სწორედ ბლეიკ ლაივლი გახდა.
პრემიერაზე მსახიობს არ ახლდა პოპულარული მეუღლე, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ლაივლისთვის წითელი ხალიჩაზე ნამდვილი ფურორი მოეხდინა. ნაცრისფერ მოკლე კაბაში, რომელიც ვარდისფერი ყვავილებით იყო მოქარგული, ლაივლი ფანტასტიკურად გამოიყურებოდა.
ცხადია, პრემიერას ესწრებოდნენ ვუდი ალენი და კრისტენ სტიუარტიც. ფილმის პრემიერა პირველად კანის კინოფესტივალის არასაკონკურსო პროგრამის ფარგლებში შედგა.