ბიონსემ სოციალურ ქსელში რამდენიმე ფოტო გააზიარა, სადაც მწვანე ფერის კაბაში, მდიდრული სამკაულებით გაწყობილი ვიზუალით პოზირებს. 35 წლის ვარსკვლავი, რომელიც რამდენიმე თვეში ტყუპების დედა გახდება, ჰარვი ვაინშტაინის ფილმის, „ლომისადმი“ მიძღვნილ საღამოს მეუღლესთან ერთად დაესწრო.
შეგახსენებთ, რომ მომღერალმა ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სცენაზე მხოლოდ ტყუპების დაბადების შემდეგ დაბრუნდება. რამდენიმე კვირის წინ მან უარი ფესტივალ „კოაჩელაში“ მონაწილეობაზეც განაცხადა.