ადრიანა ლიმას „კანის 75-ე კინოფესტივალის“ არცერთი დღე არ გამოუტოვებია. ორსული მოდელი თავის საყვარელ მამაკაცთან, ანდრე ლამართან ერთად წითელ ხალიჩაზე არაერთხელ გადაიღეს.
ფოტო: ორსული ადრიანა ლიმას მორიგი გამოჩენა „კანის კინოფესტივალზე “
ამჯერად 40 წლის ადრიანას საკმაოდ პიკანტური კაბა ეცვა, რომელიც შავი ბიუსტჰალტერი და მუქი მწვანე, გამჭვირვალე ქვედაბოლოსგან შედგებოდა. ანდრე ლამარი საყვარელ ქალს გვერდიდან არ შორდებოდა და მას მუცელზე კოცნიდა. ფოტოებმა ინტერნეტსივრცე დაიპყრო