LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ნიშნავს იმას, რომ ბიზნესის და მოქალაქის ჯიბე პლუსშია” – ლაშა პაპაშვილი

184
ლაშა პაპაშვილი

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი აცხადებს, რომ  ბიზნესისთვის მარტივი პერიოდი არასოდეს ყოფილა, თუმცა, წელს ქვეყანაში არსებული ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე დადებითად აისახა.

„პოზიტიურია ის, რომ წელს ეკონომიკა ორნიშნა ციფრით გაიზარდა, რაც აისახა როგორც ბიზნესზე, ისე მოსახლეობაზე, ბანკებზე და ასე შემდეგ. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ნიშნავს იმას, რომ ბიზნესის და მოქალაქის ჯიბე პლუსშია, ეს კი განაპირობა მეორე უმნიშვნელოვანესმა  ფაქტორმაც – გამყარებულმა ლარმა. კურსი ქვემოთ არ მოდის, სტაბილურია, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს“ – აცხადებს პაპაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას.

"ჩვენი პატარა, მაგრამ ძლიერი სახელმწიფო ინარჩუნებს: მშვიდობას, კეთილდღეობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას" - ღარიბაშვილი

"ჩვენი გონივრული, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, დღეს ქვეყანაში გვაქვს არათუ მშვიდობა და სტაბილურობა, არამედ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, მაშინ, როცა ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ევროპაში რთული ვითარებაა".

ბიზნესმენი 2022 წლის მთავარ გამოწვევად რუსეთ-უკრაინის ომსა და ნავთობატარებლებზე და ლოგისტიკაზე ფასების ზრდას ასახელებს. პაპაშვილი განმარტავს,რომ დადებითია ისიც, რომ წელს სრულად აღდგა ტურისტული სექტორი. რაც შეეხება მოლოდინებს, პაპაშვილი განმარტავს, რომ ყველაფერი ბიზნესის და სახელმწიფოს ხელშია.

„ჩვენი კოოპერაცია თუ მოხდება ისე, რომ მოქნილი იყოს, ყველაფერი გამოვა. როგორც ჩვენ ბიზნესმენები კარგად ვმართავთ ჩვენს კომპანიებს, ასე უნდა მართოს პრემიერმა თავისი ნაწილი თავის მინისტრებთან ერთად და ბრწყინვალე შედეგებს დადებს,“ – აცხადებს პაპაშვილი.

წყარო: ბიზნესპარტნიორი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები