ნიუ–იორკში 12 წლის მოსწავლემ, თავის 7 წლის ძმასთან ერთად მშობლების Range Rover გაიტაცა. მცირეწლოვანმა გამტაცებლებმა 160 კილომეტრის გავლა მოახერხეს და ისინი მხოლოდ მაშინ დაიჭირეს, როცა მეზობელი შტატის საზღვარზე საკვების საყიდლად გაჩერდნენ.
მშობლებმა ბავშვების დაკარგვა დილის 10 საათზე შეამჩნიეს. სათვალთვალო კამერების ნახვის შემდეგ მათ აღმოაჩინეს, რომ დაახლოებით ერთი საათით ადრე მათი უფროსი ვაჟი, რომელსაც ცოტა ხნის წინ 12 წელი შეუსრულდა, Range Rover–ის საჭეს მიუჯდა და 7 წლის ძმასთან ერთად ავტოფარეხიდან გავიდა.
პოლიციამ გატაცებული ყველგანმავალის პოვნა ძალიან მალე შეძლო. თუმცა, გაჩერების ბრძანებას ბავშვები არ დაემორჩილნენ, რის შემდეგაც ავტომობილის დევნა გაგრძელდა.
რამდენიმე საათის შემდეგ მცირეწლოვანი გამტაცებლები საკვების საყიდლად მაღაზიასთან გაჩერდნენ და ფულის გადახდა მშობლების საკრედიტო ბარათით სცადეს. ძმები ოპერატიულად დააკავეს და სახლში დააბრუნეს.
თუ როგორ შეძლეს მცირეწლოვანმა ბავშვებმა 160 კილომეტრის გავლა ისე რომ ერთი წესიც არ დაურღვევიათ, პოლიციელებისთვის დიდ გამოცანად დარჩა.