გუშინ ლოს-ანჯელესმა, iHeartRadio-ის მუსიკალურ დაჯილდოებას უმასპინძლა. შოუ მუსიკალურად ყველა დროის საუკეთესო შემსრულებლებმა, უახლესი და საკულტო ჩანაწერებით გააფორმეს.
სამი საუკეთესო პერფორმანსი iHeartRadio Music Awards-იდან
წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა კეტი პერი, რომელიც წონაში საგრძნობლად არის დაკლებული. ამ დღეს მას ბადე კაბა ეცვა, რომელსაც გვერდებზე წითელი ბაფთები ამშვენებდა, შიგნიდან კი შავი თეთრეული მოჩანდა. ორლანდო ბლუმის 39 წლის მეუღლის ლუქი ბევრმა გააკრიტიკა.
„ორლანდო ბლუმს ნამდვილად არ შეეფერება“, „რა აცვია…“ – არ წყდება კომენტარები.
სხვათა შორის, არტისტი ჩაცმულობა რამდენიმე თვის წინაც გააკრიტიკეს, როცა ის „ბილბორდის” ყოველწლიურ ღონისძიებაზე, ,,ქალები მუსიკაში” გამოჩნდა. მან წითელ ხალიჩაზე ატლასის წითელი ორეული მოირგო, რომელსაც უკან, მთელს სიგრძეზე დიდი ჭრილი ჰქონდა.
„აშკარად ზედმეტი მოუვიდა“ – კეტი პერის პიკანტური ლუქი ,,ბილბორდის“ ღონისძიებაზე
რქები და ელფის ყურები – კეტი პერი ფოტოების სერიას გვიზიარებს
ორლანდო ბლუმის ცხელი ფოტოსესია და საუბრები კეტი პერისთან რთულ ურთიერთობებზე