როგორც ცნობილია, ორლანდო ბლუმს ყოფილ მეუღლესთან, მირანდა კერისთან იდეალური ურთიერთობა აქვს, მათმა ქორწინებამ სულ რაღაც სამ წელს გასტანა, ისინი 10 წლის ვაჟს ერთობლივად ზრდიან. აღსანიშნავია, რომ ბლუმის ამჟამინდელი მეუღლე, კეტი პერი მირანდასთან მეგობრობს.
სულ ცოტა ხნის წინ 36 წლის კეტი პერიმ ფოტო გაავრცელა, როგორც ჩანს პერი და კერი იოგაზე ერთად დადიან და დროსაც შესანიშნავად ატარებენ.
„გავატარე არაჩვეულებრივი დღეს ჩემს მეგობართან ერთად“ , – ასე დაასათაურა კეტიმ ფოტო, რომელიც უკომენტაროდ არც ორლანდომ დატოვა.
„ორივე საოცრად საყვარლები ხართ, მგონი მე ყველაზე საინტერესო რაღაცეები გამოვტოვე“, – დაწერა ბლუმმა.
ფოტო: კეტი პერიმ და ორლანდო ბლუმმა ქალიშვილი პირველად გამოაჩინეს