LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ორჯერადი ტესტირებით კორონა უკვე აღარ ჰქონდა, მაგრამ იყო ძალიან მძიმე” – ტურძელაძე გარდაცვლილ მე-12 პაციენტზე

105
BeFunky-collage (2)

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაცვლილ პაციენტს მძიმე ქრონიკული დაავადებები ჰქონდა. როგორც კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა აღნიშნა, 81 წლის პაციენტს 29 აპრილს, ორჯერადი ტესტირებით კორონავირუსი არ უდასტურდებოდა. თუმცა, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, მას სხვა ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა, რამაც გამოიწვია მდგომარეობის დამძიმება. მისივე თქმით,  პაციენტი გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა.

„81 წლის ქალბატონი ჩვენთან, 12 აპრილს, ქართულ-გერმანული კლინიკიდან შემოვიდა, უკვე აპარატულ სუნთქვაზე კორონადადასტურებული. ჩვენთან მკურნალობდა რეანიმაციულ განყოფილებაში. უმძიმესი პაციენტი გახლდათ, ცოტა უკეთ გახდა და გვეგონა, რომ მისი აპარატიდან მოხსნა შესაძლებელი იყო, მაგრამ შემდეგ ისევ დამძიმდა.

29 აპრილს ორჯერადი ტესტირებით კორონა უკვე აღარ ჰქონდა, მაგრამ პაციენტი იყო ძალიან მძიმე თავისი ქრონიკული დაავადებებით, ესენია: არტერიული ჰიპერტენზია, მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი, გულის ყველა სარქველის უკმარისობა, გულის უკმარისობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ფილტვების ორმხირივი დაზიანებით, სეფსისი, სეპტიცემია, პოლიორგანული უკმარისობა და გარდაიცვალა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით, გულის გაჩერებით, იყო უმძიმესი ქალბატონი, ვეღარ შევძელით მისი განკურნება” – განაცხადა ტურძელაძემ.

ცნობისთვის, დღეს კორონავირუსის დადასტურებული 5 ახალი შემთხვევა ცნობილ კლასტერს უკავშირდება. 5-ვე მათგანი სხვადასხვა კლინიკაში საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ქვეყანას კიდე 11 გამოჯანმრთელებული პაციენტი ყავს და სულ ჯამში მათი რიცხვი 383-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 5-ით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 11-ით გაიზარდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები