LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ორჯერ წყალს მივასხამთ, მაგაზეც გვლანძღავენ, რომ სიცივეში როგორ შეიძლება” – ვახტანგ გომელაური საპროტესტო აქციებზე

131
dsc-9224

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და საპროტესტო აქციებზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მისი თქმით, პროტესტის მონაწილეები უსაფუძვლოდ ადანაშაულებენ ძალის გადამეტებაში. გომელაურის განმარტებით, სამართალდაცმველები ადამიანების დაზიანების თავიდან აცილებას ცდილობენ.

სპეცრაზმმა აქცია დაშალა - დაშავებულია ერთი ადამიანი

სპეცრაზმმა პარლამენტთან წყლის ჭავლი გამოიყენა

„ძალიან ხშირად ხდება, უმოქმედობაში ვართ. თუ გამოვალთ – ხელკეტსაც არ ვიყენებთ, არც რეზინის ტყვიებს, გაზს და ელემენტარულად, ორჯერ წყალს მივასხამთ, მაგაზეც გვლანძღავენ, რომ სიცივეში როგორ შეიძლება. ახლა ვცდილობთ გავათბოთ წყალი და თბილი წყალი გამოვიყენოთ ხოლმე. ვმოქმედებთ, არ მოსწონთ, არ ვმოქმედებთ, არ მოსწონთ. რთულია, რთულია. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მნიშვნელობა არ აქვს რომელი მხარე იქნება, რომ ადამიანი არ დაზიანდეს, არ მოხდეს შეხლა-შემოხლა და განვარიდოთ ერთმანეთს“, – განაცხადა შს მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები