LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორიგინალური „საელჩო“ თბილისში, სადაც დახვეწილ მუსიკას მოისმენთ და საოცარ კერძებს დააგემოვნებთ

1014
69527052-608014956393465-8770681087992004608-n

უნიკალური დეკორაცია, უძველესი ნივთები, რომლებსაც საკუთარი ისტორია გააჩნიათ, საინტერესო სინთეზი ამარკორდის ორიგინალი აფიშისა და 19-ე საუკუნის ულამაზესი სარკის – ეს ყველაფერი ერთ სივრცეში, კაფე-რესტორან „საელჩოში“ გელით.

35 ადამიანზე გათვლილი დარბაზი ვერანდულ ეზოსაც მოიცავს, რომელსაც ასევე ორიგინალური დეკორაცია გამოარჩევს. როგორც „საელჩოს“ დამფუძნებელი გიორგი მგალობლიშვილი ამბობს, „საელჩოს“ ეზოში აქ მისულ სტუმრებს ზამთარში – სითბო, ზაფხულში კი სიგრილე დახვდებათ.

„ჩვენი პატარა კაფე-რესტორანი მორგებულია ყველა ტიპის ადამიანზე, ვინც ეძებს კომფორტს და სიმშვიდეს. მუსიკა დახვეწილი ღვინის გემოთურთ, აქ გატარებულ დროს არავის დაავიწყებს. ჩვენთან ფასებიც ძალიან მისაღებია, სხვა ევროპული ტიპის რესტორნებისგან განსხვავებით. საზოგადოებას იზიდავს ჩვენი ატმოსფერო, შესაბამისად, „საელჩო“ სტუმრების სიმცირეს ნამდვილად არ უჩივის“, – ამბობს გიორგი მგალობლიშვილი.

„საელჩოს“ დამფუძნებელი აღნიშნული კაფე-რესტორნის გახსნის ისტორიასაც იხსენებს: „სრულიად შემთხვევით, თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბან სოლოლაკში ვიპოვეთ საცხოვრებელი სახლი, რომელის პირველ სართულზეც იჯარით ავიღეთ ჩვენი პირველი ობიექტი. დიდ ხანს ვფიქრობდით სახელის შერჩევაზე, თუმცა მოულოდნელად გავიგეთ, რომ  შენობა რომელიც ვიქირავეთ 1911 წელს იტალიის საელჩოს წარმოადგენდა, ხოდა ამაზე მეტი იდეა რა უნდა ყოფილიყო და ბარსაც “საელჩო” დავარქვით. 2018 წლის 10 სექტემბერს კი ოფიციალურად გავიხსენით.

დაახლოებით ერთ წლამდე ფუნქციონირებდა ძველი „საელჩო“- აქ თავს იყრიდნენ როგორც ჩვენი ქვეყნის ხელოვანები, ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრად ჩამოსული საინტერესო ადამიანები. იმართებოდა კონცერტები, გამოფენები, ფლი მარკეტები და ასე შემდეგ. ერთი წლის შემდეგ კი გადავწყვიტეთ, რომ „საელჩოს“ კონცეფცია და ადგილმდებარეობა შეგვეცვალა. გადავედით ჭონქაძის ქუჩაზე. „საელჩოს“ ატმოსფეროს დაემატა უგემრიელესი სამზარეულო. აქ დახვეწილი მუსიკის მოსმენის პარალელურად შეგიძლიათ, არანაკლებ დახვეწილი კერძები მიირთვათ… დილის 9-დან ღამის 12 საათამდე დედამიწაზე ყველაზე კეთილგანწყობილი პერსონალი თქვენთვის ყველასთვის საყვარელ, ოჯახურ გარემოს შეგიქმნით და ისე როგორც სახლში, ბევრ სიყვარულს გაჩუქებთ. ჩვენი სამზარეულო ძველი ქართული, თუმცა გათანამედროვებული კერძებით გაგიმასპინძლდებათ, მაგალითად როგორიც არის “შინდის შეჭამანდი გოგრის გუფთებით” და არა მარტო… ევროპულ სტეიკებს და ჩრდილოურ ორაგულსაც არ მოგაკლებთ“, – აცხადებს „საელჩოს“ დამფუძნებელი.

მისივე ინფორმაციით, კაფე-რესტორანს უამრავი სამომავლო გეგმაც აქვს – მათ შორის გაფართოება. ახლო მომავალში „საელჩოების“ გახსნა სხვადასხვა ლოკაციაზე იგეგმება.

ცნობისთვის, კაფე-რესტორანი საელჩო თბილისში, დანიელ ჭონქაძის 29 ნომერში მდებარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები