LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ორი კვირა მჭირდება, რომ თვალი გავახილო“ – 5 ივლისს ნაცემმა ოპერატორმა კლინიკა დატოვა

83
ilia 55

საქართველოს პირველი არხის ოპერატორმა, ილია თვალიაშვილმა, რომელიც 5 ივლისის მოვლენებისას დაშავდა, „ნიუ ჰოსპიტალსი“ დატოვა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სახლში განაგრძობს მკურნალობას. ამის შესახებ ინფომაციას პირველი არხი ავრცელებს.

თვალიაშვილს  დაზიანებები თვალებსა და თავის არეში აქვს მიყენებული, ასევე აქვს ტვინის შერყევა.

„ათამდე ადამიანი ფიზიკურად გამისწორდა, რა დროსაც გონება დავკარგე. მარცხენა თვალი მაქვს დაზიანებული. ორი კვირა სჭირდება, რომ თვალი გავახილო, მკურნალობას მეტი დრო დასჭირდება. ექიმები მეუბნებიან, რომ მხედველობის პრობლემა არ მექნება. რაც შეეხება გამოძიებას, ველოდები, რომ გამომკითხავენ, დაზიანებულია ტელევიზიის ტექნიკა“, – განაცხადა თვალიაშვილმა კლინიკის დატოვებისას.

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა 5 ივლისს ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი.

თავიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მას თვალები გაურკვეველი ქიმიური ხსნარით ჰქონდა დაზიანებული, რაც არ დადაზტურდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები