LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორი ფეხმძიმე „ნიჭიერის“ ჟიურიში (ფოტო)

255

„ნიჭიერის“ ჩაწერები უკვე დაწყებულია. ფილარმონიაში რამდენიმე ტური უკვე დაგეგმილია, რის შემდეგაც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პირველად ამ მეგაშოუს სეზონი ცაეშვება. აქამდე „ნიჭიერი“ „რუსთავი 2“-ზე გადიოდა, მაგრამ მცირე ხნის წინ, ამ არხის საერთაშორისო პროექტების პროდიუსერებმა, გიორგი ხაბურზანიამ და დემნა ჯაფარიძემ ტელეკომპანია დატოვეს და „იმედზე“ გადაინაცვლეს თავიანთი გუნდითა და პროექტებით, მათ შორის „ნიჭიერით“.

„ნიჭიერის“ ჟიურის გაცხადებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ინტერნეტსივრცეში. მას შემდეგ, რაც იქ ნიკა გვარამიამ სტეფანე მღებრიშვილი დაინახა, ძალიან გაგულისდა, რადგან „რუსთავი 2“-ის გენდირექტორის თქმით, მათ ეს მომღერალი „ნაგვიდან ამოიყვანეს“ და ჟიურიში დასვეს იმის მიუხედავად, რომ მთავარ პროდიუსერებს ეს არ სურდათ. სტეფანეს ნიკა გვარამიას ეს კომენტარი არ შეუფასებია, თუმცა ფაქტია ისიც, რომ „იმედის“ ჟიურიში ახალი სახე ამ პროექტისთვის მხოლოდ გიორგი ბახუტაშვილია, მსახიობი, რომელიც პირველად ზის ამ ტიპის პროექტში ჟიურის წევრად.

ასეა თუ ისე, მაყურებლის მოლოდინი დიდია პროექტთან დაკავშირებით. „ნიჭიერის“ გვერდმა უკვე გააზიარა ოთხივე ჟიურის წევრის ერთობლივი ფოტო, სადაც კარგად ჩანს რუსკა მაყაშვილისა და საქართველოს პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას გვარიანად წამოზრდილი მუცლები. ფოტომ დიდი მოწონება დაიმსახურა ინტერნეტმომხმარებელს შორის.

„ექსკლუზიური ჟიური, ამათ ყურებას რა სჯობია, გაზაფხულებივით რომ არიან რუსკა და მაკა, თქვენ გაიხარეთ!!!“

„ოთხივეს ჩემგან დიდი სიყვარული… მაგრამ განსაკუთრებით რუკას და ჩვენს უმშვენიერეს და უსაყვარლეს ლედის ჩემგან დიდი სიყვარული…“

„ ვა, ექვსი ჟიური იქნება?“

„რა ლამაზები არიან მაკა და რუსკა…“

დადებითი კომენტარების კვალდაკვალ, რასაკვირველია, არის კრიტიკული შეფასებებიც და „იმედს“ ურჩევენ, თავიანთი სახეები შექმნან და სხვა ტელეკომპანიის შექმნილი არ წაიყვანონ.