LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ორი დღის წინ ბედნიერი ოჯახები…ცოტა დრო რჩება, იქნებ კიდევ არის შანსი, იმედი, ხავსი, რომ ჩავეჭიდოთ” – დათო ლიკლიკაძე შოვის ტრაგედიაზე

536
BeFunky-collage - 2023-08-04T233917.333

დათო ლიკლიკაძე შოვში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„ორი დღის წინ ბედნიერი ოჯახები…

წვალობ, შრომობ, თითქოს ცოტა წელი წამოიდგი, პატარა დანაზოგიც გაქვს (მე შენ გეტყვი იაფია სადმე დასვენება), შენ საყვარელ ოჯახთან ერთად, მცირეწლოვან შვილებთან ერთად ჯდები მანქანაში და მიდიხარ წელიწადში ერთხელ მაინც იყოთ ერთად, იყოთ ბედნიერები, მოეფერო შენს შვილებს, დატკბე მათი სიცელქით.

ცოტა ალბათ შურდათ კიდეც მის ირგვლივ, რომ დასვენების ფუფუნება გაქვს. ალბათ ზედმიწევნით ბედნიერებისაც გრცხვენია, რადგან ირგვლივ ფონია დეპრესიული. მერე წამებში იცვლება ცხოვრება და თავზე გენგრევა ყველაფერი…

ვაი შვილებო თქვენს დედას, თქვენს მამას (ზოგ შემთხვევაში ბედნიერო დედავ და მამავ თუ ვერ ხედავთ ამ თქვენს უბედურებას)… წარმოდგენაც კი მზარავს…

უფრო ცოტა და კიდევ უფრო ცოტა დრო რჩება ეს შემზარავი ინფორმაცია ოფიციალურად ვინმე უწყებამ დაადასტუროს…

და მაინც იქნებ კიდევ არის შანსი…იმედი… ხავსი, რომ ჩავეჭიდოთ…

ვაი ამ ერთ დროს “ბედნიერ ოჯახებს”, თქვენი სამშობლოსავით ბედკურულო და გატანჯულო…

რამდენს უძლებს ეს ჩვენი ქვეყანა და ეს ჩემი ოხერი გულიც…”, – წერს დათო ლიკლიკაძე.

შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო „Sunset Shovi“-თან მეწყერი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ სამანქანო ხიდი წაიღო. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.

შოვში გარდაცვლილთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა

„მინდა ჩემი ღრმა მწუხარება გამოვხატო – ასეთი სტიქიები ყველა ქვეყანაში ხდება და ყოველგვარი საუბარი, რომ ამის თავიდან არიდება შეიძლებოდა, არასერიოზულია“ – პრემიერი’

„საოცარი ხალხი ხართ რაჭველები…6 ბიჭი იყო, „სანსეტ შოვამდე” მისასვლელი გზა ფიცრებით გაგვიკეთეს და იქ გადაგვიყვანეს” – რას წერს ერთ-ერთი მოქალაქე

გზების გაწმენდის სამუშაოები ღამით დასრულდა და დღეს დილიდან განახლდა. სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები ისევ ინტენსიურად ეძებენ.

ომბუდსმენი რაჭის სტიქიაზე: „კრიზისულ ვითარებაში საჭირო ტექნიკის ნაკლებობა კვლავ თვალსაჩინო გახდა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები