სოციალური ქსელის მომხმარებელი ვათუკა თუთაშვილი, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, არაადამიანურ პირობებში მცხოვრებ მამა-შვილზე წერს.
როგორც ის ამბობს, მოხუც კაცს ლევანს ქუჩაში შეხვდა და სახლამდე აიყვანა, სადაც წარმოუდგენელი სიტუაცია და ლოგინად ჩავარდნილი შვილი დახვდა.
ვათუკა თუთაშვილი წერს, რომ “ლევანი ბაბუს” მეორე შვილთან დაკავშირებამ შედეგი არ გამოიღო, მოხუცთან საუბრისას აღმოჩნდა, რომ მის კუთვნილ პენსიასაც ვერ იღებს.
პატრულმა ვერაფის გაკეთება შეძლო, ამიტომ ვათუკა თუთაშვილი სოციალურ ქსელში ითხოვს ოჯახის დახმარებას.
“დღეს 8 საათისკენ კეკელიძეზე გზაზე გადადიოდა მოხუცი კაცი, გავუჩერე მანქანა გზაზე გადასვლაში დავეხმარე. გამოველაპარაკე და არაადეკვატურად მესაუბრებოდა, ვთხოვე სახლში აგიყვანთქო თან მეზობელმაც მიმასწავლა სახლი. ქუჩაში ბიჭები მომეხმარნენ და სახლის კარებთან მივიყვანეთ. გასაღები დაკარგული ჰქონდა და მოგვიწია სამაშველოში დარეკვა.
მოვიდნენ კარები გააღეს და სახლში ლევანი ბაბუს ლოგინად ჩავარდნილი შვილი დაგვხვდა. სამაშველომ სახლში შესვლის შემდეგ, ბინის დატოვება მოგთხოვა, რაზეც მოვითხოვეთ ვინმესთან დაგვერეკა, რომ უპატრონოდ არ დაგვეტოვებინა. სამშველო წავიდა, პატრულმაც არ იკადრა სახლში ამოსვლა.
სახლში ვიპოვეთ ლევანი ბაბუს შვილის ნომერი, დავურეკეთ, ავუხსენით სიტუაცია და პასუხად გაგვცა – რა თქვენი საქმეაო, ყურადღებას ვაქცევო, რაც საერთოდ არ ეტყობა მდგომარეობას.
ორი დღის უჭმელები იყვნენ. წყალი, რომ მოუნდეთ ფიზიკურად ვერ დალევენ, არ შეუხლიათ არც მამას წესიერად გადაადგილება და მითუმეტეს შვილს. პენსიასაც ვერ იღებს ბაბუ, ნაბი***ი შვილი არ მაძლევსო. ვის მივმართოთ,როგორ მოვიქცეთ, არავინ დაგვაკვალიანა.
დავრწმუნდი დღეს პატრულის უმოქმედობაში და უპასუხისმგებლობაში. ვისაც შეგიძლიათ მირჩიეთ როგორ მოვიქცე და რით დავეხმარო ამ ადამიანებს. საცოდაობაა!!!”, – ყვება სოციალურ ქსელში მომხმარებელი ვათუკა თუთაშვილი.