LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ორი დღე ჯოჯოხეთი გადავიტანეთ, არმაგედონი, რომელიც რუსულ–ფაშისტურმა ჯარებმა მოაწყვეს“– მარიუპოლში კრიტიკული ვითარებაა, ქალაქი ყოველ ნახევარ საათში იბომბება

93
მარიუპოლი

მარიუპოლში კრიტიკული ვითარებაა – ქალაქი ყოველ ნახევარ საათში ერთხელ იბომბება. უკრაინული მედიის ცნობით, რუსული ავიაცია ჭურვებს ძირითადად საცხოვრებელი უბნებიდან ისვრის.

„ჩვენ ორი დღე ჯოჯოხეთი გადავიტანეთ, არმაგედონი, რომელიც რუსულ–ფაშისტურმა ჯარებმა მოაწყვეს.“ – ისინი ცინიკურად ისვრიან აკრძალული იარაღიდან“, – განაცხადა მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ.

მისი ინფორმაციით, რუსი ჯარისკაცები საცხოვრებელ სახლებს ესვრიან და საშუალებას არ იძლევიან ადგილობრივებს ჰუმანიტარული დახმარება გაუწიონ. როგორც ბოიჩენკომ აღნიშნა, რუსები ცინიკურად ისვრიან აკრძალული იარაღიდან.

„დღეს ცინიკურად ესროდნენ საგანგებო სიტუაციების სამსახურს. ყოველ 30 წუთში რუსული ავიაცია შედიოდა ქალაქ მარიუპოლში, მუშაობდა საცხოვრებელ ადგილებში, კლავდა სამოქალაქო პირებს, მოხუცებს, ქალებს და ბავშვებს. ეს არის დღეს რუსული ჯარის სიდიადე? ეს არის ცინიზმი. ეს არის გენოციდი რუსეთის არმიის მიერ, მათი ტერორისტი პუტინის მეთაურობით, მშვიდობიანი მარიუპოლის წინააღმდეგ“, – განაცხადა მერმა.

მისი თქმით, ოკუპანტებს „ცინიკურად ჰყავთ ტყვედ აყვანილი მარიუპოლის 400 000 მცხოვრები, რომლებიც ყოველდღე ჰუმანიტარულ დერეფანს ელიან.“ ამტკიცებენ, რომ ის სავარაუდოდ არსებობს.

„ჩვენ ვიბრძვით, ვვარდებით ნაღმების, ტანკების, გრადების ქვეშ, მაგრამ უკვე მეექვსე დღეა, ჰუმანიტარული ტვირთი ოკუპირებულ ქალაქ მარიუპოლამდე ვერ აღწევს რუსეთის ფედერაციის მიერ გამოცხადებულ „დუმილის“ პირობებში. ეს არის ცინიზმის უმაღლესი დონე რუსეთის ფედერაციების მხრიდან, ისინი აწარმოებენ გამანადგურებელ ომს“, – განაცხადა ბოიჩენკომ.

მანვე დასძინა, რომ, მიუხედავად ამისა, „ბრძოლა მიდის ყველა დონეზე“ და მიმდინარეობს მუშაობა ჰუმანიტარული დერეფნის უზრუნველსაყოფად.

„ჩვენ ძლიერები ვართ იმიტომ, რომ უკრაინელები ვართ. ჩვენ გვიყვარს ჩვენი მიწა, ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა“, – დასძინა მარიუპოლის მერმა.

რუსეთმა უკრაინის ქალაქები ლუცკი და დნიპრო პირველად დაბომბა

დნეპრის ოლქში 3 საჰაერო თავდასხმა განხორციელდა

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ ივანო-ფრანკოვსკიზე თავდასხმა განახორციელეს

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები