ორი დამტვრეული BMW M1 შეაერთეს და არტ- ობიექტი მიიღეს. საინტერესო იდეა ერთ-ერთ კოლექციონერს გაუჩნდა და ინსტალაცია მან თავისი ფარეხისთვის დაამზადა. ამისთვის ავტომოყვარულს მეტალის საყრდენის დამზადება მოუხდათ, რაზეც დაიკიდა კიდეც ორიგინალი ძარა, სალონი და ძრავი. იმისათვის, რომ ავტომობილს შოუ-ქარის ვიზუალი მიეღო, ის საფირმო წითელ ფერში გადაღებეს.
კოლექციონერმა თავისი პირველი M1 2015 წელს შეიძინა. ავტომობილი 1985 წელს ავარიაში იყო მოხვედრილი და მას შემდეგ მისი შეკეთება არავის უფიქრია. სპორტქარი სხვა ავტომობილის დონორად უნდა ქცეულიყო, თუმცა დროთა განმავლობაში მან ეს ფუნქციაც დაკარგა. მეორე BMW M1 კი ავტომოყვარულმა ერთი წლის შემდეგ იყიდა. ავტომობილი ხანძარში იყო მოხვედრილი და ასევე არანაკლებ იყო დაზიანებული. თავიდან ახალ მფლობელს ორი ავტოსგან ერთის დამზადება სურდა, თუმცა შემდეგ აზრი შეიცვალა და არტ-ობიექტის შექმნა გადაწყვიტა. შედეგი კი მართლაც საინტერესო გამოვიდა.