ნინა წკრიალაშვილი „მარაოზე“ ნიკუშა ხაჩიძის გადაცემას „უხერხული კითხვები“ სტუმრობდა და ბევრ უხერხულ თემაზეც ისაუბრა.
წამყვანის კითხვაზე, დასჭირვებია თუ არა ორგაზმის იმიტაცია, ნინამ უპასუხა: „კი, ერთი-ორჯერ, ალბათ, წარმატებით…“
რაც შეეხება ორგიას, ნინას ის ამორალურად არ მიაჩნია – „ვისთვის, როგორ. 17 წლის ბავშვი ეგრევე ორგიით რომ იწყებს, ალბათ, უბედურებაა. ორგია, ჩემი აზრით, საინტერესო იქნება. ძალიან ბევრჯერ მქონია შემოთავაზება და ძალიან ბევრი მიცინია, ათი წლის წინ, მაგალითად, ფუ, რა შემომთავაზეს-მეთქი. არ ვიცი, რამდენად განვახორციელებ ამას, არც მიფიქრია, სიმართლე გითხრა, მაგრამ ვისაც რა უნდა, ის იფიქროს. მით უმეტეს, სექსუალური ცხოვრება ისეთი რამეა, რა ჩემი საქმეა, შენ ორგია გექნება თუ ხუთი ქალი გეყოლება. პირადი და სექსუალური ცხოვრება, ვფიქრობ, არავისი საქმე არ არის. ჩემთვის მთავარია, როგორი მეგობარი ხარ, რისი გაკეთება შეგიძლია საზოგადოებისთვის, პირადზე საუბარი არ ღირს, ინტიმური იმიტომ ჰქვია, რომ არ არის საჭირო ამაზე ლაპარაკი, ვერც დამიკარგავ და ვერც მომიმატებ შთაბეჭდილებას შენი სექსუალური ცხოვრებით. ეს მორალს არ ეხება, მორალი სხვა რაღაც მგონია…“
ნინა აღნიშნავს, რომ სექსზე შეთავაზება ფულის სანაცვლოდ ჰქონია – „ერთ-ერთს მივწერე, არ გექნება ამდენი ფული-მეთქი. ვუპასუხე, ძალიან ძვირი ღირს-მეთქი და მერე აღარ მოუწერია“ (იღიმის).
ქალთან სექსზე არ უფიქრია, მაგრამ ამ ბოლო დროს ბევრი სწერს მსგავსი შეთავაზებით.