LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორბი ჯგუფი: “ყველა ხე მოიჭრა ნებართვით”

126

“ყველა ხე მოიჭრა ნებართვით,”- ეს განცხადება დეველოპერული კომპანია ორბი ჯგუფის წარმომადგენელმა, ნიკოლოზ არჩვაძემ, ჟურნალისტებთან საუბრის დროს გააკეთა. არჩვაძის თქმით, კომპანიას ხეების მოჭრაზე ჰქონდა როგორც მერიის ნებართვა, ასევე ექსპერტის დასკვნაც.

“ყველა პროცედურა მოხდა კანონით გათვალისწინებული ნორმებით, ყველა ხე მოიჭრა ნებართვით. ყველა საჭირო დოკუმენტაცია არსებობს და მივაწვდით პროკურატურას. იყო მერიის ნებართვაც და ექსპერტის დასკვნაც,”- აცხადებს არჩვაძე.

არჩვაძემ დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ გამოძიება გასცემს ყველა კითხვაზე პასუხს.

თბილისის პროკურატურამ ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის საქმეზე გამოძიება 303-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვას გულისხმობს, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები