„საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. ორ ქვეყანას შეუძლია ერთმანეთისგან ბევრის სწავლა,” – ეს განცხადება საქართველოში აშშ-ის ელჩმა, იან კელიმ, უკრაინის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით გააკეთა.
“მხარეებს შეუძლიათ, გამოავლინონ სფეროები, სადაც ითანამშრომლებენ. მაგალითად, ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით,“ – განაცხადა იან კელიმ.
უკრაინის პრეზიდენტი ოჯახთან და სამთავრობო დელეგაციის წევრებთან ერთად საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. ვიზიტი რამდენიმედღიანი, რომლის ფარგლებში სხვადასხვა სახის ღონისძიებებია დაგეგმილი მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ წუთებში კი ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს.