LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქტომბრის შემდეგ პროდუქტებზე ფასები მოიმატებს – ანალიტიკოსის პროგნოზი

253
nikuusii

ქვეყანაში საარსებო მინიმუმი 3 ლარით შემცირდა.

კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 186.6 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა მაისში ეს მაჩვენებელი 189.6 ლარი იყო.

2019 წლის ანალოგიურ პერიოდს რომ შევადაროთ ივნისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 1.5 ლარით არის შემცირებული. კერძოდ, 2019 წლის ივნისში ეს მონაცემი 188.1 ლარს შეადგენდა.

რატომ შემცირდა საარსებო მინიმუმი და ზოგადად, რამდენად ასახავს  საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით ეს სტატისტიკური მონაცემები რეალობას “ფორტუნას” ეთერში ანალიტიკოსმა ნიკა შენგელიამ ისაუბრა. 

მან აღნიშნა, რომ “საქსტატის” მონაცემები რეალობას არ ასახავს, ქვეყანაში კი ფასების ზრდა ოქტომბრის თვიდან გველოდება.

-რა გახდა ამის მიზეზი, რომ საარსებო მინიმუმი შემცირდა? რეალური ცვლადი რომელსაც დღეს საარსებო მინიმუმზე აქვს გავლენა არის ქვეყანაში სურსათის ფასები,

მაშინ როდესაც ქვეყანაში ფასები გაზრდილია, რამდენად შესაბამისია საარსებო მინიმუმის კლება მასთან?

საქართველში საარსებო მინიმუმს საზოგადოებასთვის რომ ცნობილი იყოს 1997 წლიდან ითვლიან. ამ წელს მიიღო პარლამენტმა კანონი, რომელიც დღესაც მოქმედებს.

საარსებო მინიმუმის დათვლა, გარკვეული სურსათის კალათაში შემავალი პროდუქტებით გამოიანგარიშება და მოდი ვუთხრათ მსმენელს ძირითადად რა პროდუქტებია აღებული და რა მოცულობით. მაგალითად: პური 5-7 კილოგრამი, ლობიო 600 გრამი თვეში, ბრინჯი თვეში 300 გრამი, მაკარონი 450 გრამი, ღორის ხორცი თვეში 300 გრამი, ქათმის ხორცი თვეში 600, ძეხვი 300… ჯერ ავიღოთ მეთოლოლოგიის დათვლისას რამდენად სამართლიანია გინდათ 1 სულ ადამიანზე, შრომისუანრიან ადამიანზე დღეში 250 გრამი პური და თვეში 700 გრამი მაწონი. ანუ ამაზე მეტი არ უნდა მიირთვათ?

თქვენ ამბობთ, რომა რარეალურია ეს მონაცემები,  რასაც „საქსტატი“ გვთავაზობს?

დიახ, ეს არარეალურია.

დავუშვათ, საარსებო მინიმუმი 100 ლარი დათვალეს, შემდეგ ამას აკლებენ 14 %-ს.

ამას ეძახიან “შევაჭრების კოეფიციენტს”

ეს შევაჭრების კოეფიციენტი ხდებოდა 2000-წლამდე, 1997-98 წლებში

1997 წლიდან გასულია 23 წელიწადი, რომელ მაღაზიას შეევაჭრებით და ფასს დაგიკლებთ? არ არსებობს.

ამიტომ გამომდინარე ამ მეთოდოლოგიიდან ეს მონაცემები არის არასწორი. შესაბამისად ზუსტ მონაცემებს არ ასახავს, ეს არის უბრალოდ ციფრი, მთავრობა ყოველთვის ცდილობს, რომ ეს ციფრი იყოს დაბალი, რადგან შესაბამისად აიღოს ორიენტირი ეს სტიპენდია იქნება თუ ხელფასი-შეამციროს ეს ხარჯები.

ამ ჩამონათვალში საერთოდ არ იანგარიშება ტრანსპორტი, ტელეფონი, ნუ სიგარეტზე ხომ საუბარი ზედმეტია.

ნიკა შენგელიამ ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ მსოფლიოს მოწინავე სარეიტინგო პლატფორმა Numbeo აქვეყნებს მონაცემებს, რის მიხედვითაც საქართველოში ცხოვრების დონე გაუარესდა, პლატფორმა 2012 წლის მდგომარეობას ადარებს დღევანდელ ვითარებას ქვეყანაში.

სარეიტინგო პლატფორმა NUMBEO-ს 2012 წელს საქართველო ცხოვრების დონით 61-ე ადგილზე იყო, ახლა კი 123-ე ადგილზეა.

რეიტინგში ბოლო ადგილზე პაკისტანია. საქართველოს კი უსწრებენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა მაგალითად  ნიგერია, უგანდა და ბანგლადეში.

ამას უფრო უნდა ვენდოთ, ვიდრე დამახინჯებულ სტატისტიკას.

რაც შეეხება საარსებო მინიმუმზე შემცირებას-შემცირება გამოიწვია ზოგიერთმა პროდუქტმა, მაგალითად შედარებით დაიწია ფასმა კარტოფილზე, ადგილობრივი შემოვიდა.

რა იქნება თქვენი პროგნოზი, გაგრძელდება კლება ამ მიმართულებით?

პრგონოზი არის ნეგატიური, სამწუხაროდ, არ მინდა ახდეს ეს პროგნოზი.

არ გამოვრიცხავ, რომ აგვისტოში ოდნავ შემცირდეს მინიმუმი ან იგივე დარჩეს. შესაძლოა, შეამცირონ ხელოვნურად. ეს გამოწვეული იქნება იმით, რომ, მაგალითად ბაზარზე ადგილობროვი ხილი შემოვა.

ნიკა შენგელიამ ასევე ისაუბრა სამომვალო პროგნოზზე:

„ოქტომბრის შემდეგ  გველოდება ფასების მატება, საგრძნობლად, რადგან ადგილობრივი მოსავალი ამოიწურება და კვების კალათა სრულად შევსებული იქნება იმპორტირებული პროდუქციით,“-ეს შეფასებები  ეკონომიკის ექსპერტმა ნიკა შენგელიამ „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემა „ბიზნეს კურიერთან“ გააკეთა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები