LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქტობერფესტი – ბაიერნის ტრადიცია: რამდენს ჭამენ და სვამენ მიუნხენში

128
a68c4211f41c99e7e6937d7627ea4

„ბაიერნში“ მნიშვნელოვანი ტრადიციაა: ყოველ წელს გუნდი ესწრება ყველაზე დიდ სახალხო ღრეობას – ოქტობერფესტს. სადაც ლუდი მდინარესავით მოედინება, ხოლო ოფიციანტი გოგონები წარმოუდგენელი რაოდენობის კათხებს დაატარებენ.

წელს მიუნხენური დღესასწაული 16 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდეა. ტრადიციის თანახმად, „ბაიერნმა“ ოქტობერფესტისთვის სპეციალური ფორმა მოამზადა. ამ სეზონში ის მწვანეა, ფესტივალის მდელოებს ეძღვნება.

მთავარი ამბავი მიუნხენის ცენტრში, ტერეზის მდელოზე ხდება. ბავარიული სიტყვა Wiesn (მდელო) – ოქტობერფესტის მეორე სახელწოდებაა.


„ბაიერნის“ მოთამაშები ყოველწლიურად მეგობარ გოგონებთან და ცოლებთან ერთად დადიან.

სავალდებულო ატრიბუტია – ლუდი და ბავარიული კოსტიუმები.

ოქტობერფესტი სეზონის გახურების დროს მოდუნების ლეგალური საშუალებაა.
სამწვრთნელო შტაბმაც მოილხინა.

ტომას მიულერი ოქტობერფესტის გამო ცოლის საცხენოსნო შეჯიბრებაზე არ წავიდა და გაჯეტში უყურა.


ეს კი ფესტივალის მთავარი დებიუტანტია. „არასდროს ვყოფილვარ ოქტობერფესტზე. მინდა გავიცნო კულტურა. არაფერია იმაზე უკეთესი, იყო ამ ღონისძიების ნაწილი“, – თქვა ჰარი კეინმა.

მოლხენის მასშტაბი შთამბეჭდავია: ოქტობერფესტი ორ კვირაში მთელი მსოფლიოდან 6 მილიონს ადამიანს მასპინძლობს, ხოლო ლუდსახარში კომპანიები მხოლოდ მიუნხენურები არიან (120 კმ-ს ოლქში).

ბოლო წელს ერთი ლიტრი ლუდის საშუალო ფასი გაიზარდა და 13.75 ევროს მიაღწია.

ოქტობერფესტისთვის მიუნხენში 7 მილიონ ლიტრ ლუდს ხარშავენ, ხოლო ოფიციანტები დაახლოებით 10 კილომეტრს დარბიან.

ოქტობერფესტი – მარტო ლუდი არ არის, არამედ ტონობით საჭმელიც. ყოველ წელს ფესტივალზე ჭამენ 120-130 ხარს, 50-60 ხბოს, 350 ათასს ღორის ძეხვს, 700 ათასს შემწვარ წიწილას.

ყველაფერი კი შორეული 1810 წლის ოქტომბერში დაიწყო…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები