LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქსფორდის კორონავირუსის ვაქცინა უსაფრთხოა და იმუნიტეტის განვითარება შეუძლია

146
-113542958-clinic-injection04--credit-

ახალი კორონავირუსის პოტენციური ვაქცინა, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტმა შექმნა, მალე 2-მილიარდიანი დოზით წარმოებისთვის მზად იქნება. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ბილ და მელინდა გეიტსების ფონდმა 750 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.

მანამდე BBC წერს, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ შექმნილი ვაქცინა უსაფრთხოა და იმუნური სისტემის პროვოცირება მოახდინა.

კლინიკურ გამოცდაში, ვაქცინის ინიექციის შედეგად, კვლევაში მონაწილე 1077 ადამიანმა გამოიმუშავა ანტისხეულები და სისხლის თეთრი უჯრედები, რომლებიც კორონავირუსს ებრძვიან.

მიუხედავად იმედის მომცემი შედეგისა, მეცნიერები უფრო მასშტაბური კვლევის ჩატარებაზე საჭიროებაზე საუბრობენ.

დიდმა ბრიტანეთმა აღნიშნული ვაქცინის 100 მილიონი დოზა უკვე შეუკვეთა.

ცნობისთვის, პანდემიის გამომწვევი დაავადების საწინააღმდეგოდ ვაქცინის შესამუშავებლად დღეისთვის მსოფლიოს გარშემო ასზე მეტი გუნდი მუშაობს. ბევრი უკვე კლინიკური გამოცდების ფაზაზეცაა გადასული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები