LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქრუაშვილის ინფორმაციით, უკრაინაში კიდევ 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა, 5 კი დაიჭრა

298
9532d8d7607caf1d8c06a1ac6b31f676

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის, ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინაში კიდევ 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

მისივე ინფორმაციით, 5 მებრძოლი დაჭრილია.

“9 აპრილი ასე დაგვებედა. 2 დაღუპული და 5 დაჭრილი დაგვემატა”, – წერს ოქრუაშვილი.

მანამდე, უკრაინაში 4 ქართველი მებრძოლი დაიღუპა – გია ბერიაშვილი, დავით რატიანი, დავით გობეჯიშვილი და ბახვა ჩიქობავა. ბერიაშვილი, რატიანი და გობეჯიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს – ჯერჯერობით, ვერ ხერხდება ბახვა ჩიქობავას ჩამოსვენება.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები