LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქრუაშვილის ადვოკატი პატიმრობიდან მის გათავისუფლებას ითხოვს – ის გადაწყვეტილებას დღეს გაასაჩივრებს

278
oqro 4

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი დღეს სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი ამბობს, რომ თავდაცვის ყოფილი მიმისტრის პატიმრობაში დატოვების რეალური საფუძველი არ არსებობს. ადვოკატი იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო საჩივარს დააკმაყოფილებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ მხრივ არსებული პრაქტიკა ცუდია. 

„ვასაჩივრებთ საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რადგან ირაკლი ოქროაშვილის პატიმრობაში დატოვების გარემოებები არ არსებობს. საქმიდან გამომდინარე, არ არის მიმალვის ან ვინმეზე ზემოქმედების მოხდენის საშიშროება. მოსამართლეს შეეძლო გამოეყენებინა გირაო ან პირადი თავდებობა. ხვალ მივიტანთ კანცელარიაში საჩივარს, იმედია სააპელაციო სასამართლო საქმეს წარმოებაში მიიღებს“, – აცხადებს ჭაბაშვილი.

შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა 27 ივლისს შეეფარდა. ის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები