„მოქალაქეების“ ლიდერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი უკრაინაში რუსების წინააღმდეგ იბრძვის.
„ტვ პირველის“ ეთერში ელისაშვილმა იმ ქართველებზე ისაუბრა, ვისაც ბრძოლის დროს შეხვდა.
„ვფიქრობდი და მერე მინდა დავწერო კიდეც. ჩვეულებრივ ქართველებზე ილია ჭავჭავაძე ამბობდა, ჩვენ ისტორიას რომ წაიკითხავ, მეფეების ისტორიაა და ხალხი არ ჩანს, ჩვეულებრივი, რიგითი გმირებიო და აქაც რომ კითხო, ოქრუაშვილი, ელისაშვილი, ქაცარავა არიან.
კი ოქრუაშვილი მაგრად ომობს, მისი ჯგუფიც მაგრად ომობს, ქაცარავაც მაგრად ომობს, ომობს კი არა, ქაცარავას ჯგუფს ბიჭები დაეღუპა.
ნაღდად არ ვიცი დომენიკ მანგო, მე არსად შემხვედრია, მაგრამ ბიჭები, ვინც ჩამოვთვალე, ვნახე, შევხვდი და ვიცი, რასაც აკეთებენ, ძალიან მაგრად ომობენ.
ჩვენი ჯგუფიც ვიყავით გასული და ძალიან მაგრად ვიომეთ.
ირპენის გათავისუფლებაში მივიღეთ მონაწილეობა, ისტორიულ პროცესში ვმონაწილეობდი, მაგრამ აქ ქართველები არიან მეომრები… არც სახელები ვიცი და არც გვარები. მეც აქ გავიცანი, ლომებივით არიან, რომ ეზეიმებათ ომში წასვლა“. – ამბობს ალეკო ელისაშვილი.