LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოქროს ტალღის“ ნომინაციის მოსაპოვებლად პირველ-მეორე ადგილს მძაფრ კონკურენციაში გიგი ადამაშვილი და ანრი ჯოხაძე იკავებენ

61

1. გიგი ადამაშვილი – ქარი ქრის – 103078 ხმა
2. ანრი ჯოხაძე – ყველაფერი შეიძლება მოხდეს – 73891 ხმა
3. ოთო ნუცუბიძე – აღსარება – 15563 ხმა
4. გიორგი წიკლაური – მაინც მიყვარხარ – 14810 ხმა
5. ანი სირაძე – ჩემი ხარ თუ სხვისი ხარ – 12272 ხმა
6. B17 და ლევან ბეიტრიშვილი – იმიტომ რომ – 11007 ხმა
7. დათუნა სირბილაძე – ჩემს სახლთან პატარა ბაღია – 9635 ხმა
8. ლიკა დოლიძე – დაგაგვიანდა – 9060 ხმა
9. თემურ თათარაშვილი – გული ადამიანობს – 7744 ხმა
10. ნათია ქველაძე – მასწავლე – 7476 ხმა

ასე გამოიყურება „ოქროს ტალღის“ დღევანდელი ათეული. „ხალხის რჩეულის“ ნომინაციაში გამარჯვებული ხმის მიცემის საშუალებით 26 ივნისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, „ოქროს ტალღის“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონილაზე გამოვლინდება. ხმის მიცემა ჯერ კიდევ არის შესაძლებელი „ოქროს ტალღის“ საიტზე, 24 საათში ერთხელ ერთი შემსრულებლისთვის. ხმის მიცემა დაიხურება 24 ივნისს, ღამის 12 საათზე.

„ხალხის რჩეულის“ ნომინაციაში, როგორც ნახეთ, პირველ-მეორე ადგილს გიგი ადამაშვილი და ანრი ჯოხაძე იყოფენ.

კონკურსისთვის მზადება აქტიურ ფაზაშია შესული. როგორც იცით, ნიკოლოზ რაჭველი ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გააფორმებს კონცერტს მუსიკალურად, მასთან ერთად მაყურებლის წინაშე არაერთი ქართველი ვარსკვლავი წარდგება. ღონისძიების სპეციალური სტუმარია ორი „გრემის“ მფლობელი ამერიკელი შემსრულებელი, ლიზა ფიშერი.

„ოქროს ტალღის“ მსვლელობისას, კომპეტენტური ჟიურის არჩევანის შესაბამისად, დასახელდებიან გამარჯვებულები 14 ნომინაციაში, მათ შორისაა მთავარი ნომინაციაც – წლის სიმღერა, რომლის მფლობელები სხვადასხვა დროს გახდნენ ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი, ანრი ჯოხაძე, ნიაზ დიასამიძე და სტეფანე მღებრიშვილი.

წელს „ოქროს ტალღის“ საიუბილეო წელიწადია და მას ყველაზე მასშტაბური სახე მიეცემა.

კონცერტზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საიტზე tkt.ge.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები