LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოქროს ტალღა“ „საზოგადოებრივი რადიოს“ ობიექტივში (ვიდეო)

211
oqrstalganews19

„ოქროს ტალღით“ საზოგადოებრივი რადიო დაინტერესდა. წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონია, რომელიც 11 ივნისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება, 15-ზე მეტ ნომინაციაში გასცემს ჯილდოებს.

საზოგადოებრივი რადიოს გადაცემის სტუმრები ტრიო „ალილო“ და რადიოჰოლდინგი „ფორტუნას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, თათა სადრაძე ესტუმრნენ.

თათა სადრაძე:

ტრადიციად იქცა და უმნიშვნელოვენაესია, რომ ამაზე კომპოზიტორები, ტექსტის ავტორები, მომღერლები საუბრობენ, რომ ეს არის ზეიმი, ერთადერთი დღე, რომელიც  მათ ეძღვნებათ. წელს კმაყოფილები ვართ, რადგან საკმაოდ ბევრი სიმღერა შემოვიდა. 156 ნამუშევარი გვაქვს წელს. პირველ წელს მხოლოდ 50 სიმღერა იყო შემოსული.

ლაშა ღლონტი:

არ არსებობს ფორმატი საქართველოში, სადაც მუსიკალურ სამყაროში მომუშავე ადამიანები ერთმანეთს ხვდებოდნენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გვენატრება ერთმანეთი. რამდენიმე ადამიანის ნახვა მინდა და ვერასდროს ვერ ვიჭერ, „ოქროს ტალღის“ გარდა.

აღარაფერს ვიტყვი კვალიფიციური ჟიურის შესახებ, რასაც ემატება რეიტინგების დაჯამება, ყველანაირი კრიტერიუმი გათვალისწინებულია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ნომინაციაში გვქონდა მოხვედრის პატივი და გამარჯვებაც გვიგემია, ეს რომც არ ყოფილიყო, მაინც სიამოვნებით დავესწრებოდი ყოველ წელს. ამაღლებული განწყობა იგრძნობა ყოველ წელს. სულ გვჩუქნიან კარგ შემსრულებელთან შეხვედრის საშუალებასაც. წელს მარკ მარტელი ჩამოდის და „ქუინის“ სიმღერებს შეასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები