„ბარსელონას“ თავდამსხმელი ნეიმარი ევროპაში მოთამაშე საუკეთესო ბრაზილიელ ფეხბურთელად დაასახელეს.
ფორვარდმა „ოქროს სამბა“ ზედიზედ მეორედ მიიღო.
ნეიმარმა ხმების 37,78% მოაგროვა და „ბაიერნის“ ახალწვეულ დუგლას კოშტას (13%) და „ინტერის“ ნახევარმცველ ფელიპე მელოს (9.3%) გაუსწრო.
ჯილდო ყოველწლიურად გაიცემა და გამარჯვებული ბრაზილიელი ჟურნალისტების, ყოფილი ცნობილი ფეხბურთელების და ინტერნეტ-მომხმარებლების გამოკითხვის შედეგად დგინდება.
ნეიმარმა 2015 წელს „ბარსას“რიგებში 41 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა.