ცნობილი გახდა, რომ წლევანდელი „ოქროს გლობუსის” დაჯილდოების ცერემონიაზე მერილ სტრიპს, კინოინდუსტრიაში 40 წლიანი მოღვაწეობის აღსანიშნავად, საპატიო პრიზს გადასცემენ. ცერემონია იანვარში გაიმართება და ვარსკვლავი სესილ დემილის სახელობის პრემიით დაჯილდოვდება.
მერლ სტრიპი ამჯერად აქტიურადაა დაკავებული ახალი ფილმის „Florence Foster Jenkins“-ის პრომოუშენით. რაც შეეხება ოქროს გლობუსს, ის პრესტიჟულ ჯიდლოზე 29-ჯერ იყო ნომინირებული.