LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოქროს ფოთოლს“ ჩაის პლანტაცია 25 წლიანი იჯარით გადასცეს

300

კიდევ ერთ ჩაის პლანტაციას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

შპს „ოქროს ფოთოლს“ პროგრამა „ქართული ჩაის რეაბილიტაციის“ ფარგლებში ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ დედალაურში მდებარე 243 763 კვ.მ. ჩაის პლანტაცია 25 წლიანი იჯარით გადაეცა.

ქართული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას, საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენებას, ქართული ჩაის საექსპორტო პოტენციალის გაზრდასა და რეგიონში მოსახლეობის დასაქმებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები