LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოქროს ბურთს“ მესი აიღებს, რონალდო ცერემონიაზე არ მივა

79
2724774-56317490-2560-1440

„ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ ცერემონიამდე ერთი კვირით ადრე შეიტყო, რომ „ოქროს ბურთი“ მას დარჩება.

France Football-ის წარმომადგენლები ჯილდოს სამივე მაძიებელს დაუკავშირდნენ – მესის, რონალდოს და ვან დეიკს, რათა ეცნობებინათ ვინ აიღებს პრიზს. ჟურნალის გუნდი ორშაბათს ბარსელონაში იმყოფებოდა ლეოსთან შესახვედრად. რეპორტიორებმა რამდენიმე ფოტო გადაიღეს და ინტერვიუც აიღეს – პრიზთან ერთად გადაღებული არგენტინელის კადრი უახლოესი გამოცემის გარეკანზე უნდა მოხვდეს.

რონალდო და მესი „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტებში არიან, ნეიმარი და მოდრიჩი არა

 

Mundo Deportivo-ის ინფორმაციით, ფეხბურთელთან დაკავშირებულმა წყარომ არ დაადასტურა ეს ამბავი, მაგრამ არც უარყვია. როგორც გამოცემის ერთ-ერთი ჟურნალისტი ფრანცესკ აგულარი წერს, მთავარი პრობლემა ცერემონიაზე რონალდოს დასწრების საკითხია. პორტუგალიელი გაცოფებულია, რომ გამოკითხვაში მესამე ადგილზე გავიდა. კრიში აპირებს ისევ ბოიკოტი გამოუცხადოს ამ მოვლენას.

საუკეთესო მეკარე, ახალგაზრდა და ქალი: France Football-მა პრეტენდენტები ჩამოთვალა

 

ოფიციალურად გამარჯვებულს 2 დეკემბერს იტყვიან.

ეს იქნება მეექვსე „ოქროს ბურთი“ მესისთვის. რონალდოს 5 აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები